воскресенье, 16 мая 2021 г.

ბრიტანეთი და საქართველო

  მოგესალმებით ბლოგის მკითხველებო. ჩვენ გხვდა წილად ბედნიერება, გვემუშავა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერ ფონდში დაცულ უნიკალურ მასალაზე.არქივში დაცული მასალა უკავშირდება ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებს.ჩვენი სტატიის შექმნის მიზანი სწორედ ამ ორი სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გაცნობა და ქართული საზოგადოებისთვის მისი პოპულარიზაცია გახლავთ. ამ ორ სახელმწიფოს შორის კავშირ ურთიერთობების გაღმავებაში დიდი როლი პიროვნებებმა ითამაშეს.ვგულისხმობთ ულივერ და მაჯორი უორდროპებს. გვინდა მათზე გესაუბროთ. 
  ოლივერ უორდროპი -ეროვნებით ბრიტანელი ,საქართველოზე შეყვარებული პიროვნება.   ოლივერ უერდროპი გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.მან საქართველოში პირველად იმოგზაურა 1887 წელს და დაწერა წიგნი ,,საქართველოს სამეფო“,მეორე ვიზიტისას მან შეისწავლა ქართული ენა და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა, ასევე გადათარგმა სულხან-საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისა.
ოლივერ უორდროპი
  1919 წელს ის თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მიესალმა მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე. უორდროპი თანაუგრძნობდა ქართულ მთავრობას და ცდილობდა მაქსიმალურად მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. იმ დროის ევროპაში საქართველოს ყველაზე გავლენიანი  მხარდამჭერი სწორედ ოლივერ უორდროპი იყო .დიდია მისი წვლილი ქართული კულტურის გაძლიერებაში.საქართველოს გასაბჭოების შემდეგ(1921წ),ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დაარსა ქართული კომიტეტი. 1930წ. ჩამოაყალიბა ქართული საზოგადოება ,რომელიც გამოსცემდა ჟურნალს ,,გეორგიკა“ .
     მარჯორი უორდროპი იყო ბრიტანელი სწავლული და მთარგმნელი. ის იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის ოლივერ უორდროპის და. შვიდ უცხო ენასთან ერთად შეისწავლა ქალთულიც და იმოგზაურა საქართველოში ის იყო პირველი ადამიანი რომელმაც ინგლისურად თარგმნა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, რომელიც გამოიცა 1912წელს  ლონდონში მისი ძმის მიერ.
მარჯორი ოურდროპი
და-ძმა საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევდა,სწორედ მათი დამსახურებაა ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის შექმნა. მათვე ეკუთვნით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე პეტიციის შედგენის ინიცირება, რომელიც გაეგზავნა მეფისნაცვალს კავკასიაში. მათივე თაოსნობით შეიქმნა საპროტესტო კომიტეტი ქართვლი გლეხობის და მშრომელი ხალხის დასაცავად კაზაკთა რეპრესიებისაგან. ცოტა რამ მათ ბიოგრაფიულ ნაწილზე ოლივერ და მარჯორ უორდროპები იზრდებოდნენ ლონდონში, ტრადიციულ ინგლისურ არისტოკრატიულ ოჯახში, რომელშიც ღვთის სიყვარული და პატივისცემა სუფევდა. ლონდონის სკოლის დამთავრების შემდეგ ოლივერი სწავლობდა სორბონის დისენისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი სლავისტები პროფესორი ჯეიმს ბრაისი და ვილიამ მორფილი. ,,ივერიის’’ ლონდონელი კორესპოდენტი ვარლამ ჩერქეზიშვილი (1894წ) რას წერს მარჯორ უორდროპზე: ,,მისს ვარდროპი ყმაწვილი ქალია, სულ 24 წლისა. ამასთან დიდად მოხდენილი და თავდაჭერილიც იგი მეტად წყნარია და ცოტა მორცხვიც კი. მაგრამ ამ ტანადს, ნარნარს, მოხდენილს, წყნარსა და მორცხვს ყმაწვილ ქალს დიდი ცოდნა აქვს, ცოდნა საკუთარის შრომითა, სურვილითა და მოწადინებით.“
   ოლივერმა თავისი მოგზაურობა იტალიით დაიწყო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოლივერმა შოთა რუსთაველის ,,ვეფხის ტყაოსნის’’ შესახებ პირველად 1887 წ. პალესტინაში მოგზაურობის დროს შეიტყო,როცა ჯვრის მონასტერში მისი ფრესკა ნახა. შეიძლება ვიფიქროთ რომ აქედან დაიწყო მისი ქართული კულტურით დაინტერესება. მან დიდი დრო მოანდომა რუსთაველის პოემის თარგმნას და პოპულარიზაციას.        
ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტი.
შენახულია ხელნაწერთა არქივში

როცა ის 1887 წელს  საქართველოს ესტუმრა ,  თავის მშობლებს სწერდა: ,,მომეწონა რომი, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, ყველაზე ლამაზი ქვეყნით’’. 
             ,,ვეფხისტყაოსანი’’ და უორდროპები

1780წელს შექმნილი წიგნი იმერეთს მეფე სოლომონ პირველს ეკუთვნოდა ,,ვეფხისტყაოსნის’’ ეს ხელნაწერი  ,,წერეთელისეულის’’ სახელითაა ცნობილი. ის გამოირჩევა მართლაც რუსთაველისეული უთვალავი ფერით და 87 ილუსტრაციითა შემკული.მე-19  საუკუნეში ხელნაწერიდან 10 მინიატურა ამოუწრიათ და საზღვარგარეთ გაუტანიათ. გასაყიდად გამზადებული ხელნაწერი პარიზში ბრიტანელ დიპლომატსა და მთარგმნელს საქართველოს ერთგულ მეგობარს ოლივერ უორდროპს უნახავს. ამის შესახებ მან ექვთიმე თაყაიშვილს შეატყობინა. ექვთიმემ შეიძინა მოპარული ილუსტრაციები და საქათველოში დააბრუნა. 

„ვეფხისტყაოსნის“ ფრაგმენტი.
ხელნაწერი სრულას დაცულია ინგლისში
    დღეს ეს ხელნაწერი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.


          უორდროპების მემკვიდრეობა

    კორნელ კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულია მარჯორი და ოლივერ უორდროპების უნიკალური წერილებით მემკვიდრეობა: ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კორნელ კეკელიძის, ვასილ კაბელაშვილისა და სხვა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეობის არქივებში დაცული ათობით საქართველოს დოკუმენტი ასახავს არამხოლოდ უორდროპებისა და ქართველ მოღვაწეობის ურთიერთცხოვრებებს, არამედ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს. განსაკუთრებით უორდროპების ინტერესების საგანს წარმოადგენდა უძველესი ქართული ხელნაწერები, რომელთა მოძიებას და გადარჩევას გულმოდგინედ ცდილობდნენ.

მარჯორი უორდროპის წერილი ილია ჭავჭავაძეს. ილია ჭავჭავაძის არქივი,

    საინტერესო ინფორმაციას მოიცავს მარჯორ უორდროპის წერილი, რომელიც მან გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს. 1905 წ. 5 ივნისს ,,ჩვენ შევითვისეთ გერმანიიდან ერთი ძვირფასი ძველებური ხელნაწერი  ,,გალობა“ ხუცურად. ამბობენ, რომ მე-XII ან შეიძლება მე-XI საუკუნეში დაწერილია. სამწუხაროდ, დასაწყისი და ბოლო დაკარგულია’’.

             
დიდი ბრიტანეთი ილია ჭავჭავაძის ჩანაწერებში

ილია ჭავჭავაძე ყურადღებით ადევნებდა თვლს ბრიტანეთში განვითარებულ პროცესებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ლიბერალთა საქმიანობა და მიწაზე კერძო საკუთრების საკითხის გარშემო მიმდინარე საკანომდებლო პროცესი.

მარჯორი უორდროპის
წერილი "განდეგილზე"



მარჯორი უორდროპი ილია ჭავჭავაძეს სწერდა ,,განდეგილზე’’ :მოწყალე  ხელმწიფევ! ინგლისურად თარგმნი ვქმენ თქვენსა ,,განდეგილსა’’ რომელსა უკეთესისა ლექსისა თქვენ მშვენიერ ენაში რომ მე მკითხვე და რომელსა ქონება ყველას მწერლობას დიდება უნდა იყოს მე დიდი სურვილი მაქვს გავუზიარო ჩემს თანამემამულეებს ის სიამოვნება რომელიც მე ამ ლექსმა მაგრძნობინა. ამისთვის ვჰკადრებ თხოვნა, თქვენი ნება ეს ჩემი თარგმანი გამოცემად ...“  

ილია ჭავჭავაძის არქივიდან, მარჯორი უორდროპის სავიზტო ბარათი

    
   ოლივერ უორდროპის ქართული დიპლომატია

    ოლივერ უორდროპის ოთხ თვიანი მუშაობის შემდეგ 1920 წ. 10 იანვარს, ლორდმა კერზონმა, პარიზში ანტანტის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, წამოჭრა და გაიტანა საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა დეფაქტოს აღიარების საკითხი. ამ გამარჯვებით გახარებული ოლივერი თავის მეუღლეს წერს: ,,დღეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მოხდა ის რასაც 33 წელიწადს ველოდი... შენ მე მელოდები მაგრამ მე სულაც არ ვნანობ ამ 33- წლიან ლოდინს, რაც ასე გულით გინდა, მისთვის ყოველთვის ღირს დალოდებად... ჯამრთელობა ხელს არ მიწყობს, ცუდად ვარ, მაგრამ ახლა სულ იმაზე ვფიქრობ როგორ შევარიგო კავკასიის ხალხები, როგორ შევაჩერო ბოლშევიკების სამხრეთისაკენ წამოსვლა...’’

   2015 წელს, ,,თბილისობა 2015’’-ის ფარგლებში უორდროპების სახელობის სკვერში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა. ძველი ბრინჯაოსაგან დაარსდა და სკვერში მოსეირნე და-ძმის იმიტაცია.საუკუნეზე მეტი გავიდა თუმცა დღესაც ფასდაუდებელია საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი.საქართველოს სახელის დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე ოლივერ უორდროპის სახელს უკავშირდება.


 გამოყენებული ინტერნეტ - რესურსები : 

(რესურსი მოწოდებულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული არქივიდან)

1.რესურსი კონკურსისთვის

2.ბრიტანეთი და საქართველო

3.უორდროპები და საქართველო

4.ბრიტანეთი ხელნაწერებში

5.ვეფხისტყაოსანი და უორდროპები

6.ისტორია გიორგი მილორდის

7.ნარკვევი


ქ.წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა

  მოგესალმებით ბლოგის მკითხველებო. ჩვენ გხვდა წილად ბედნიერება, გვემუშავა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერ ფონდში დაცულ უნიკალურ მასალაზ...